1. პროექტის სახელი: მდინარის დინების სიჩქარის განსაზღვრა.
2. 1–2 წინადადებით: მოსწავლეები მოქმედებაში სწავლობენ სიჩქარის გამოთვლის მეთოდებს.
3. პროექტის სრული აღწერა: კლასი იყოფა 5 სამკაციან ჯგუფად და ინაწილებს მდინარის სანაპიროზე გარკვეულ მონაკვეთებს. დებენ ქვას მდინარის ნაპირზე, გადათვლიან მდინარის დინების მიმართულებით 15–20 ნაბიჯს (ჯგუფები თანხმდებიან მანძილზე10 მ) და დემენ მეორე ქვას.
ორივე ქვასთან პოზიციას იკავებს თითო მოსწავლე, ერთს უჭირავს წამზომი, მეორეს ალამი, მესამე მოსწავლე ქაღალდის გემს უშვებს მდინარეში პირველი ქვიდან მოშორებით, მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით. როცა წყლის დინება "გემს" ქვევით ჩამოიტანს და ქვის გასწვრივ აღმოჩნდება რთავს წამზომს. იმ დროს, როდესაც "გემი" მიუახლოვდება მეორე ქვას, მოსწავლე ალმის დაშვებით ამცნობს პირველს, რომელიც გამორთავს წამზომს. ამრიგად მოსწავლეები გაიგებენ დროს, რა დროც დასჭირდა "გემს" პირველ და მეორე ქვას შორის მანძილის გასავლელად.
მეტრიანით მოსწავლეები გაზომავენ მანძილს ორ ქვას შორის და სიჩქარის ფორმულის დახმარებით განსაზღვრავენ მდინარის დინების სიჩქარეს.
ჯგუფები ადარებენ მონაცემებს, სხვადასხვა მონაკვეთზე დინების სიჩქარეს და აკეთებენ დასკვნას უცვლელია თუ არა დინების სჩქარე მდინარის სხვადასხვა მონაკვეთზე.
გამოთქვამენ ვარაუდს, რაზეა დამოკიდებული მდინარის დინების სიჩქარე.
მიღებული მონაცემები შეაქვთ ცხრილში.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასი: 10–11 წლის/Vკლასი
5. ვადები/ ხანგრძლივობა: ერთი კვირა
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: გონებრივი იერიში, რესურსების მოძიება–დამზადება.
7. მოსალოდნელი შედეგები: განუვითარდებათ კვლევის, ანალიზის, პრობლემის გადაჭრის გზების ძიების უნარ–ჩვევა.შეძლებენ მის ირგვლივ არსებული სხეულების სიჩქარის განსაზღვრას და განვლილი მანძილის გაზომვას.
8. სამუშაო ენა: ქართული.
9. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნება,ხელოვნება, სპორტი.
ბუნება– მოსწავლემ შეძლოს მის ირგვლივ არსებული სხეულების სიჩქარის განსაზღვრა და განვლილი მანძილის გაზომვა.
ხელოვნება– მოსწავლე გეგმანს და ასრულებს სხვადასხვა სახის სამუშაოს.
სპორტი– მოსწავლეები ითვისებევ სხვადასხვა სახის მაძრობას.