Sunday, November 16, 2014

კვებითი ჯაჭვი


რამინ დიხამინჯიას სახელობის დაბა ჩხოროწყუს #1 საჯარო სკოლაში 2014 წლის 12 ნოემბერს საბუნებისმეტყველო კათედრის წევრმა, ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა, მაია სიჭინავამ “ჯეოსელის” ოთახში მე-6 კლასში ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი თემაზე ,,კვებითი ჯაჭვი“. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ საგაკვეთილო პროცესში და გამოამჟღავნეს ანალიზის, კრიტიკული აზროვნებისა და კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის უნარ-ჩვევა.
გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა.






გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა
კვებითი ჯაჭვი
სწავლების საფეხური
დაწყებითი
მოსწავლეთა რაოდენობა
19
საგანი
ბუნებისმეტყველება
მნიშვნელობა/აქტუალობა
მნიშვნელოვანია
1.      მოსწავლემ გააცნობიეროს კვებითი დამოკიდებულებები კვებითი ჯაჭვის კომპონენტებს შორის;
2.      შეძლოს ცხოველთა კლასიფიკაცია კვების ტიპების მიხედვით;
3.      განუვითარდეთ კვლევის, ანალიზის და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევა.
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები
1.      ამოიცნობენ და დაასახელებენ ერთსა და იმავე გარემოში კვებითი ჯაჭვის რამდენიმე მაგალითს;
2.      დაყოფენ ცხოველებს კვების ნირის მიხედვით (ბალახისმჭამელი, ხორცისმჭამელი, ნაირმჭამელი);
3.      შეძლებენ მარტივი კვებითი ჯაჭვის მოდელის შექმნას.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგები/ინდიკატორები
ბუნ. VI.1
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
1.      შეძლებს ნაცნობი ბუნებრივი გარემოს მაგალითზე განსაზღვროს მარტივი კვებითი კავშირები;
2.      განასხვავებს ცხოველებს კვების ნირის მიხედვით (ბალახისმჭამელი, ხორცისმჭამელი, ნაირმჭამელი);
3.      ნაცნობი ბუნებრივი გარემოს მაგალითზე ადგენს მარტივ კვებით ჯაჭვებს სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალების დახმარებით.

წინასწარი ცოდნა
1.      იცის რას ნიშნავს მწარმოებელი და მომხმარებელი;
2.      შეუძლია ამოიცნოს ცხოველები კლასების მიხედვით

თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
აქტივობა 1 დრო __ 8 წთ
კროსვორდი

ორგანიზაციული საკითხების მოგვარების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზნებს და შეფასების რუბრიკას (2 წთ).
მოთელვის და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით სთავაზობს კროსვორდის შევსებას (7 წთ), რომლის შევსების შემდეგ
კითხვა: რა სიტყვა მივიღეთ ვერტიკალურ სვეტზე?
პასუხი: კვებითი ჯაჭვი.
მასწავლებელი აკეთებს მოკლე შესავალს კვებით კავშირებზე (1წთ).

აქტივობა II  დრო ___ 3წთ
გონებრივი იერიში
წინა გაკვეთილის თემის შეხსენება და ახალთან დაკავშირება.

კითხვა: რომელ ორგანიზმებს ეწოდება მწარმოებელი?
პასუხი: ყველა მცენარე მწარმოებელია, რადგან თავად ქმნიან თავიანთ საკვებს.
კითხვა: რომელი ორგანიზმებია მომხმარებელი და რატომ უწოდებენ მათ ასე?
პასუხი:მომხმარებლები ცხოველები არიან, რადგან მცენარის მიერ წარმოებულ საკვებს, ან სხვა ცხოველებს მოიხმარენ.
კითხვა: რა არის კვებითი ჯაჭვი და რას გვიჩვენებს ის?
პასუხი: კვებითი ჯაჭვი გვიჩვენებს თუ რომელი ორგანიზმი რით იკვებება.
კითხვა: რომელი ორგანიზმით იწყება კვებითი ჯაჭვი?
პასუხი: მცენარით
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს მოიფიქრონ და ჩაწერონ კომპიუტერში მარტივი კვებითი ჯაჭვის სქემა. შემდეგ მსურველებს იწვევს დაფასთან, რათა გააკეთონ თავიანთი ნამუშევრის პრეზენტაცია/მაგ. ხორბალი _ თაგვი _ კატა/.

აქტივობა III           დრო __4წთ
პირამიდა

მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს პირამიდას, რომელიც გამოტანილია დაფაზე, თანმიმდევრობით, რიგითობის დაცვით (მწარმოებელი - მწვანე; მომხმარებელი1 - ყვითელი; მომხმ,არებელი2 -წითელი), დაადონ ფერები.

აქტივობა IV           დრო __15 წთ
კვებითი ჯაჭვის მოდელირება

დაფაზე გამოსახულია სხვადასხვა მცენარეთა და ცხოველთა სურათები. მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს დააკვირდნენ სურათებს და შეადგინონ ნაცნობი ბუნებრივი გარემოს მაგალითზე მარტივი კვებითი ჯაჭვები, მიუწერონ რომელი ორგანიზმი რომელ ტიპს მიეკუთვნება და გააკეთონ პრეზენტაცია.

აქტივობა V           დრო __5 წთ
გაკვეთილის შეჯამება.
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი კიდევ ერთხელ ახსენებს მოსწავლეებს კვებითი ჯაჭვის შექმნის თანმიმდევრობას
·         რომელი ორგანიზმებია დაკავშირებული ერთმანეთთან კვებითი ჯაჭვის მოდელში;

·         რომელი ორგანიზმებია მოქცეული  კვებითი ჯაჭვის სათავეში? (მცენარე);
·         შესაძლებელია კვებით ჯაჭვში ორგანიზმები შემდეგი თანმიმდევრობით განლაგდნენ: მცენარე -- მტაცებელი? რატომ? (არ შეიძლება, რადგან მცენარის შემდეგ უნდა განლაგდეს ორგანიზმი, რომელიც მცენარით იკვებება).
·         მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს შეავსონ კომპიუტერში ჩატვირთული აქტივობა

ვიცი
მინდა გავიგო
რა გავიგე







საშინაო დავალება  დრო __ 3 წთ

ორგანიზმები, კატა, ჩიტბატონა, მუხლუხო, ფოთოლი დაალაგეთ თანმიმდევრობით
მცენარე -- მცენარისმჭამელი --ხორცისმჭამელი.

შეფასება    დრო __ 2 წთ

მოსწავლეების შეფასება ხდება მიმდინარე განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით.
(შეფასების რუბრიკა გეგმას თან ერთვის)



სასკოლო მენეჯმენტი/საგანმანათლებლო რესურსები
კომპიუტერი, დაფა, ცარცი, ფერადი ქაღალდი, წებო, ფლომასტერი, სახელმძღვანელო, პასტა.

Saturday, July 19, 2014

ბროშურა

ბროშურის სანახავად დააწკაპუნეთ სურათზე


პრეზენტაცია - სინათლე და ბგერა

პრეზენტაციის სანახავად დაკლიკეთ ფოტოზე



Wednesday, July 16, 2014

სასწავლო პროექტში გამოყენებული ფოტოები





შეფასების რუბრიკა

პროექტის,  სინათლე და ბგერა, შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები

ქულა
4
3
2
1

ჩრდილის წარმოქმნის მიზეზის აღწერა
·         აღწერს ჩრდილის წარმოქმნის მიზეზებს.
·          შეუძლია გაარჩიოს სხვადასხვა სხეულის ჩრდილის ფორმა და გამოიტანოს დასკვნა
·         აღწერს ჩრდილის წარმოქმნის მიზეზებს.
·          შეუძლია გაარჩიოს სხვადასხვა სხეულის ჩრდილის ფორმა.
·         ნაწილობრივ აღწერს ჩრდილის წარმოქმნის მიზეზებს.
·         შეუძლია განსაზღვროს ჩრდილის საგნისადმი კუთვნილება მისი ფორმის მიხედვით.
·         ვერ აღწერს ჩრდილის წარმოქმნის მიზეზს,მაგრამ იცის რა არის ჩრდილი.
·          არ შეუძლია განსაზღვროს ჩრდილის საგნისადმი კუთვნილება მისი ფორმის მიხედვით.

ჩრდილის წარმოქმნის მიზეზის დაკავშირება სინათლის სწორხაზოვან გავრცელებასთან
·         შეუძლია ჩრდილის წარმოქმნა დააკავშიროს სინათლესთან
·          მსჯელობს სინათლის თვისებებზე.
·         გამოაქვს დასკვნები
·         შეუძლია ჩრდილის წარმოქმნა დააკავშიროს სინათლესთან
·          მხოლოდ ნაწილობრივ ერკვევა სინათლის თვისებში.
·         შეუძლია ჩრდილის წარმოქმნა დააკავშიროს სინათლესთან.
·         არ  ერკვევა სინათლის თვისებში.
·         არ შეუძლია ჩრდილის წარმოქმნა დააკავშიროს სინათლესთან.
·           არ  ერკვევა სინათლის თვისებში.

მარტივი თოჯინების შექმნა და ჩრდილის წარმოქმნაზე პრაქტიკული დაკვირვება
·         ქმნის მარტივ თოჯინებს.
·         დამოუკიდებლად შეუძლია ჩრდილის წარმოქმნაზე პრაქტიკული დაკვირვება
·         ქმნის მარტივ თოჯინებს.
·          მაგრამ დამოუკიდებლად არ შეუძლია  ჩრდილის წარმოქმნაზე პრაქტიკული დაკვირვება .
·         დახმარების გარეშე ვერ ქმნის მარტივ თოჯინებს.
·         დამოუკიდებლად არ შეუძლია  ჩრდილის წარმოქმნაზე პრაქტიკული დაკვირვება .
·         ვერ ქმნის მარტივ თოჯინებს.
·         დამოუკიდებლად არ შეუძლია  ჩრდილის წარმოქმნაზე პრაქტიკული დაკვირვება .

შაბლონი

სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
მაია სიჭინავა
რაიონი
ჩხოროწყუ
სკოლა
რამინ დიხამინჯიას სახელობის დაბა ჩხოროწყუს #1 საჯარო
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
სინათლე და ბგერა
თემის შინაარსი
მოცემულ პროექტში მოსწავლეები მოქმედებაში სწავლობენ ჩრდილის წარმოქმნის მიზეზებს. ამ პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები კითხულობენ და აანალიზებენ სინათლის თვისებებს, აკვირდებიან ჩრდილის ზომის ცვლილებას და ინიშნავენ ცხრილში,  აანალიზებენ ჩრდილის წარმოქმნის მიზეზებს.
აქტივობა I
·         აღწერ და დაკვირვება საკლასო გარემოში.
·         წინა გაკვეთილის შეხსენება და დაკავშირება ახალთან დაკვირვების საშუალებით.
·         როგორ წარმოიქმნება ჩრდილი იატაკზე, ფანჯარასთან.
აქტივობა II
·         დაკვირვების შედეგების ჩანიშვნს და დიაგრამის აგება.
·         ჩრდილის წარმოქმნა საგნებიდან.
აქტივობა III
·         გონებრივი იერიში
აქტივობა IV
·         ჩრდილების თეატრი ( სპექტაკლისთვის სცენა წინასწარ მომზადდა)
აქტივობა V
შეჯამება.
კლასი დაიყო 4 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფზე გადანაწილდა დავალება მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით.
I ჯგუფი- ინფორმაციის მიძიება.
II ჯგუფი- ძელზე დაკვირვება და ჩანაწერების ცხრილში ჩატანა.
III ჯგუფი- თოჯინების დამზადება, მულტფილმების შერჩევა.
IV ჯგუფი - სცენის მოწყობა სპექტაკლისთვის.
საბოლოოდ სპექტაკლი შედგა. თეთრ ეკრანს მიღმა მე-5 კლასის მოსწავლეებმა გააცოცხლეს მულტფილმის გმირები და შეძლეს მოქმედებაში გამოეხატათ და აღეწერათ ჩრდილის წარმოქმნის მიზეზები.
საგანი
ბუნებისმეტყველება
დონე/კლასი  
სწავლების საფეხური: დაწყებითი
კლასი -- V
განხორციელების დროის ჩარჩო
45 წთ-იანი გაკვეთილი, 2 კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ბუნ.V.3.მოსწავლეს შეუძლია სინათლისა და ბგერის გავრცელების ერთმანეთთან შედარება.


პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
ბუნ.V.3.მოსწავლეს შეუძლია სინათლისა და ბგერის გავრცელების ერთმანეთთან შედარება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აკვირდება და აღწერს ჩრდილის წარმოქმნას;
·         აკვირდება და აღწერს სინათლის გავრცელებას სხვადასხვა გარემოში
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რატომ არის სინათლე მნიშვნელოვანი?
თემატური კითხვები
·         რა არის განსაკუთრებული სინათლის სწორხაზოვან გავრცელებაში?
·         რით აიხსნება ჩრდილის განსხვავებული ზომა სხვადასხვა პირობებში?
შინაარსობრივი კითხვები
·         როგორ ვრცელდება სინათლე?
·         რა არის ჩრდილის წარმოქმნის მიზეზი?



შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










შეკითხვის დასმა
ჩანაწერები
შეკითხვების დასმა.

მოკლე ჩანაწერები

უკუკავშირის ფორმა.
პრეზენტაციის რუბრიკა.

ბუკლეტის რუბრიკა.
შეკითხვების დასმა.

პრეზენტაციის რუბრიკა.

ბუკლეტი.
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
შეკითხვების დასმა ხდება მთელი პროექტის განმავლობაში, რათა შემოწმდეს მოსწავლის აზროვნება და მიეცეთ მათ ანალიზის შესაძლებლობა. მოკლე ჩანაწერები ხელს უწყობს მასწავლებელს დააკვირდეს მოსწავლეთა საჭიროებებს. პრეზენტაციის რუბრიკას მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ადგენენ და იყენებენ მასწავლებლის შეფასებამდე საკუთარი პრეზენტაციების შესაფასებლად. როდესაც მოსწავლეები მუშაობენ პრეზენტაციის მონახაზზე, თანატოლთა უკუკავშირის ფორმა გამოიყენება ერთმანეთისთვის უკუკავშირის მისაცემად და საბოლოო შედეგის შესასწორებლად. მოსწავლეთა პასუხები ზოგად შეკითხვაზე გვაწვდის ინფორმაციას, თუ როგორ დააკავშირეს ნაშრომები პროექტის ფართო მნიშვნელობის საკითხებთან.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
·         ტექსტის დამუშავების უნარ-ჩვევა.
·         ინტერნეტ ძიება.
·         ფაილის მოხმარების უნარ-ჩვევა.
·         ელექტრონულ ცხრილში მუშაობის უნარ-ჩვევა.
სასწავლო პროცედურები
სინათლის თვისებების მოძიება. სანიშნეების მომზადება კითხვის დროს სხვადასხვა ვერსიების გაგებისთვის, კრიტიკული შეფასებისთვის. დამზადდეს საინფორმაციო ბროშურა მშობლებისა და საზოგადოებისთვის პროექტით სწავლების მოდულის გასაცნობად.
I  კვირა
დავსვათ ზოგადი შეკითხვა, რატომ არის სინათლე მნიშვნელოვანი? პირველ რიგში გავარკვიოთ, იცის თუ არა ყველა მოსწავლემ სინათლის მნიშვნელობა, წიგნში წაუკითხავთ, თუ უფროსებისგან მიიღეს ინფორმაცის, უმრავლესობამ იცის. მათ ვისაც არაფერი სმენიათ სინათლის მნიშვნელობაზე შემდეგი აქტივობის ფარგლებში, მივცეთ დამკვირვებლის ფუნქცია.
მოსწავლეები დავყოთ 4 ჯგუფად. თავდაპირველად ერთმანეთს, ხოლო შემდეგ სხვა ჯგუფებს გაუზიარონ და შეუთანხმონ ჯგუფებზე გადანაწილებული დავალებების საკითხები. მოსწავლეები შეთანხმდებიან გარკვეულ საკითხებზე, თუმცა ექნებათ განსხვავებული აზრებიც. მოცემული აქტივობა მოსწავლეებს საშუალებას მისცემს განიხილონ სინათლის თვისებები სხვადასხვა ჭრილში, ნათელი მოჰფინონ ჩრდილის წარმოქმნის მიზეზებს და ჩაწვდნენ არსს, თუ რატომ იცვლება ჩრდილის ზომა დღის განმავლობაში. ერთმანეთს ხმამაღლა წაუკითხავენ მოძიებულ ინფორმაციას. შემდეგ დასვან პროექტის შეკითხვა: რა არის განსაკუთრებული სინათლის სწორხაზოვან გავრცელებაში? მასწავლებელი განუმარტავს მოსწავლეებს, რომ სინათლის სწორხაზოვანი გავრცელება ჩრდილის წარმოქმნის მიზეზია. სინათლე სწორხაზოვნად, რომ არ ვრცელდებოდეს გაუმჭვირვალე სხეულებს გარს შემოუვლიდა და იქნებოდა მხოლოდ სინათლე ჩრდილის გარეშე, რაც გამოიწვევდა გადახურებას, ორგანიზმები ვერ შეძლებდნენ ჩრდილისთვის შეეფარებინათ თავი, დაშრებოდა მდინარეები, სამყარო ეკოლოგიური კარასტროფის წინაშე დადგებოდა. მასწავლებელი ასევე უჩვენებს მოსწავლეებს, როგორ გამოიყენონ სანიშნეები ჩანაწერების დასაკავშირებლად. უთითებს თუ როგორ ააგონ ჩანაწერებზე დაყრდნობით  ხის ძელის ჩრდილის ზომის სინათლესთან დამოკიდებულების დიაგრამა.
II კვირა
მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას. ირჩევენ ძელს დაკვირვებისთვის, ამზადებენ თოჯინებს ჩრდილების თეატრისთვის, აწყობენ სცენას, სადაც გაცოცხლდებიან მათივე ხელით შექმნილი მულტფილმების გმირები, ირჩევენ მულტფილმებს.
მასწავლებელი სვამს თემატურ შეკითხვას: რით აიხსნება ჩრდილის განსხვავებული ზომა სხვადასხვა პირობებში? მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს, ვარაუდებს, არის განსხვავებული აზრი, საბოლოოდ ასკვნიან, რომ მიზეზი სინათლის დაცემის კუთხეა.
პროექტის ბოლო დღე
ჩრდილების თეატრი
სპექტაკლის დასრულების შებდეგ მასწავლებელი  შედეგების შეჯამების მიზნით სვამს შინაარსობრივ შეკითხვებს:
·         როგორ ვრცელდება სინათლე?
·         რა არის ჩრდილის წარმოქმნის მიზეზი?

და ისმენს მოსწავეთა პასუხებს.
                 








დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
არა

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

არა

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
არა
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
სახელმძღვანელოები, სასწავლო გზამკვლევები, მოთხრობები,
ინვენტარი/მასალები
წებოვანი ლენტი, წებო, მუყაოს ქაღალდი, კომპიუტერი, პროექტორი
ინტერნეტრესურსები
·         სინათლის თვისებების მოძიება.
·         ჩრდილზე ინფორმაციის მოძიება.
·         შესაბამისი ფოტომასალის მოძიება.
სხვა რესურსები
არა